1750439866
მედია: ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია. ისმის აფეთქებების ხმა

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ირანული მედია, თავის მხრივ, ავრცელებ ინფორმაციას, რომ რაკეტები ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაშიც დაეცა.