მედია: ირლანდიაში პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის გამო, 23 წლის მამაკაცს ორი მუხლით ბრალი წაუყენეს

ირლანდია

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის გამო, 23 წლის მამაკაცს ორი მუხლით ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.

ინციდენტი ირლანდიის დედაქალაქის ცენტრში მოხდა. დანით შეიარაღებული პირი, ეროვნული პოლიციის ოფიცერს მოულოდნელად დაესხა თავს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

თავდასხმის ამსახველი კადრები, თვითმხილველებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. თავდასხმის მოტივი უცნობია, მისი სასამართლო პროცესი მომავალ კვირას გაიმართება.