მედია: ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო

 ბანგლადეში

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო. დასავლური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები შეიჭრნენ და დააზიანეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან კი მოსახლეობას ავეჯი გამოაქვს.

დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მუჯიბურის მემორიალურ მუზეუმს, რომელიც მოკლეს პრეზიდენტის პოსტზე 1975 წელს.

აღმოსავლეთ ქალაქ სილჰეტში დაწვეს კომისრის მოადგილისა და პოლიციის ზედამხედველის ოფისები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ, ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ბრიტანეთს სთხოვა თავშესაფარი.

პარალელურად, ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას.