საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
აშშ გეგმავს სირიიდან თავისი ჯარისკაცების, დაახლოებით 1 000 სამხედროს გაყვანას მომდევნო ორი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ და „სიბიესი“ ავრცელებენ.
მედიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე მიიღეს – სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლი განამტკიცა, ხოლო ქურთული ძალები (SDF), რომელიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი იყო, სახელმწიფო სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციაზე შეთანხმდა.
ამერიკულმა ძალებმა უკვე დატოვეს რამდენიმე ბაზა სირიაში, მათ შორის ალ თანფი და ალ შადადი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიცია იყო განლაგებული.