ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ, თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, გამოცემა NEW YORK POST-ს მისცა. ინტერვიუში დიდი დრო ეთმობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ომთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა ტრამპი არ აკონკრეტებს რამდენჯერ შედგა მასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი.
შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ძალიან ადარდებს ფაქტი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს, ადამიანები იღუპებიან. ტრამპის თქმით, პუტინს სურს, შეჩერდეს ეს მოცემულობა.
გარდა ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენის ნაცვლად ის, რომ ყოფილიყო შტატების პრეზიდენტი, "ეს საშინელი, და სულელური ომი არ მოხდებოდა".
ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მალე დასრულდება, და ამ კონფლიქტის დასასრულებლად კონკრეტული გეგმა აქვს.
"პუტინს ძალიან აღელვებს ის, რომ ხალხი იღუპება. მას აღარ სურს იხილოს, რომ ადამიანები კვდებოდნენ, ყველა ეს გარდაცვლილი, ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი თქვენი შვილებივით არიან, ორი მილიონი მათგანი - და უმიზეზოდ. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერის სირცხვილი იყო, ნამდვილი სირცხვილი. იმედი მაქვს, ომი სწრაფად დასრულდება. ყოველდღე ხალხი კვდება, ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მინდა, დავასრულო ეს წყეული რაღაც", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.