„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ის თეთრ სახლს დატოვებს. ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვიქნები რვაწლიანი პრეზიდენტი, მე ვიქნები ორი ვადით პრეზიდენტი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ ხუმრობდა მესამე ვადით კენჭისყრაზე.
NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებისგან მიუღია არაერთი თხოვნა, კვლავ იყაროს კენჭი. ტრამპმა ჟურნალისტს უთხრა, რომ, ამ თხოვნების მიუხედავად, იგი აცნობიერებს რეალობას, რომელიც ამის წინააღმდეგ დგას.
„ეს არის რაღაც, რაც, ჩემი ცოდნით, არ მაძლევს უფლებას, რომ გავაკეთო. არ ვიცი, ეს კონსტიტუციურია თუ არა, რომ არ გაძლევენ ამის გაკეთების უფლებას, თუ სხვა რამ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოყო რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც, მისი განმარტებით, მომავალში შეუძლია, რესპუბლიკელების მხრიდან იყაროს კენჭი. მათ შორის დაასახელა ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი მიმართვა
1746390346