„მე შვილი დავკარგე… ჩემი ვაჟი მოკლეს…“ – ილონ მასკის ახალი ინტერვიუ

ილონ მასკოს შვილი

 ილონ მასკმა თავის შვილს, ქსავიეს, რომელიც 2020 წელს ტრანსგენდერი გახდა, „მკვდარი“ უწოდა. ამის შესახებ X-ის მფლობელმა უახლეს ინტერვიუშიგანაცხადა.

„მე შვილი დავკარგე, ჩემი ვაჟი, ქსავიე მკვდარია, ის მოკლეს, – აცხადებს მასკი.

54 წლის მასკი ამბობს, რომ მას ფაქტობრივად ძალით მოაწერინეს ხელი საბუთებს, რომლის თანახმადაც მის შვილს ოპერაციამდე სქესობრივი მომწიფების „ბლოკატორები“ უნდა მიეღო. ექიმები მას მაფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

„არ ამიხ­სნეს, რომ პუ­ბერ­ტა­ტის ბლო­კა­ტო­რე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში, უბ­რა­ლოდ, სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის წამ­ლე­ბი იყო. დიახ, ეს იყო ტყუ­ი­ლი, ბო­რო­ტე­ბით სავ­სე ტყუ­ი­ლი და ვინც ამას აკე­თებს, ცი­ხე­ში უნდა აღ­მოჩ­ნდეს“, – იხსენებს ილონი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მასკმა თა­ვის ბი­ოგ­რაფს განუცხადა, რომ მისი მცდე­ლო­ბე­ბი შვილის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონისშვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და.