1773563479
მათ კლინიკა და მისი მთელი პერსონალი დაბომბეს... - ასეულობით დაღუპულს შორს 106 ბავშვია
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან, ქვეყანაში, სულ მცირე 826 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 106 ბავშვი. 2000-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას abc ავრცელებს.
მხოლოდ შაბათს, 53 ადამიანი დაიღუპა და 76 დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ხუთი საავადმყოფო იძულებული გახდა დახურულიყო. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურებზე 37 თავდასხმა განხორციელდა და ჯანდაცვის 31 თანამშრომელი დაიღუპა.
ღაზას სექტორში დახმარების გაწევის წამყვანმა სამედიცინო ორგანიზაციამ, MedGlobal-მა, ახალი საჰაერო დარტყმა დაგმო, რომლის შედეგადაც სამხრეთ ლიბანში სულ მცირე 12 სამედიცინო მუშაკი დაიღუპა, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებზე განმეორებითი თავდასხმები მოჰყვა.
"მათ კლინიკა და მისი მთელი პერსონალი დაბომბეს", - განაცხადა MedGlobal-ის ლიბანის დირექტორმა, დოქტორმა ტანია ბაბანმა.












