აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ამის შესახებ მან თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფეზეშქიანის თქმით, ბაქოსთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე ირანული ბანკისა და საელჩოს მუშაობა.
„ომის დროს ისინი მნიშვნელოვნად გვეხმარებოდნენ სხვადასხვა მარშრუტებით იქნებოდა ეს რუსეთიდან მომარაგება თუ მათივე საკუთრება. გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა. იგივე ითქმის ერაყზეც“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.