მასშტაბური პროტესტი იტალიაში შეტაკებებში გადაიზარდა - აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

მასშტაბური პროტესტი იტალიაში

მასშტაბური პროტესტი იტალიაში შეტაკებებში გადაიზარდა - ბოლონიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციას ესროდნენ სხვადასხვა საგანს, სპეცრაზმმა კი სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

არეულობა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებს მოჰყვა, რომელშიც პოლიციის მიერ დაკავებისას, წარმოშობით მაროკოელი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტია ასახული.

მომიტინგეები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.