„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაშავებულებს შორის 12 მეხანძრე და 17 მოქალაქეა.
ხანძარს ათობით თვითმფრინავი და 3000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
კვირას, ევროკავშირმა გაააქტიურა ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო ფლოტის დახმარების პროგრამა, რომელიც წევრ ქვეყნებს პორტუგალიის დასახმარებლად რესურსების გამოყენების საშუალებას აძლევს.
ტყის ხანძრის მიზეზი ძლიერი სიცხეა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება და 43 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.