დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ და ქერჩის ხიდი – უკრაინის კუთვნილ ყირიმში რუსეთის ძალის ორი ცნობილი სიმბოლო უკვე დაეცა. რა არის შემდეგი, რუსებო?“ – ამის შესახებ წერს "ტვიტერზე" უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
რამდენიმე თვით ადრე, 13 აპრილს, ხომალდ „მასკვას“, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.