დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩვენმა კიეველმა პარტნიორებმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს დაბადების დღეზე შესანიშნავი საჩუქარი მიართვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონბასის სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პოლკოვნიკი იგორ გირკინ-სტრელკოვი წერს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„სადღესასწაულო ფოიერვერკმა საავტომობილო ხიდის ორი სექცია ჩაანგრია და სარკინიგზო ხიდი დააზიანა. ყირიმის ხიდზე ვსაუბრობ. როდესაც მე აგვისტოს ბოლოს ყირიმში მკითხეს - რას უნდა ველოდოთო? მე ვუთხარი, დაახლოებით თვე-ნახევარი გაქვთ, რომ ყირიმიდან ოჯახი გაიყვანოთ, შემდეგ კი უკრები ყირიმის ხიდს ააფეთქებენ. არ ველოდი, რომ დაახლოებით ერთი კვირის სიზუსტით გავარტყამდი“, - წერს გირკინ-სტრელკოვი 'ტელეგრამზე".
8 ოქტომბერს, გამთენიისას, ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა.