მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

maroko

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე მაროკოს სამეფოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 8 სექტემბერს ადგილობრივი დროით 23:11 საათზე.

BBC-ის ინფორმაციით, 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 820 ადამიანი ემსხვერპლა.

მაროკოში დანგრეულია შენობები და საცხოვრებელი სახლები. დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

მოსახლეობის ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულები და დაღუპულები არიან პროვინციებსა და მუნიციპალიტეტებში. მიწისძვრის დროს დაზიანებული ქალაქების ჩამონათვალშია მარაქეში და სამხრეთით მდებარე რამდენიმე რაიონი.

დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

,,ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა...“ - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

 

განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

უხვმა ნალექმა სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი დატბორა - სტიქია ზუგდიდში (ფოტოები)