განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საუბარია 2022 წლის 17 დეკემბერს ხონში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, 2 პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა. მოგვიანებით კი ერთ-ერთ დაზარალებულთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 18 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ 6 პირი ცნო. მათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
 

ასევე დაგაინტერესებთ:

,,ბავშვმა დაინახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა, საშინლად განიცდიდა...“ - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

უხვმა ნალექმა სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი დატბორა - სტიქია ზუგდიდში (ფოტოები)

შატილის მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია