მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა
1785854691
მაროკოელი მაღალჩინოსნის თქმით, ესპანეთი თავიდანვე გააფრთხილეს, რომ ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ზღვით ჩასულ მიგრანტებს დაუყოვნებლივი დეპორტაცია არ დაემუქრებოდათ, პრობლემას შექმნიდა.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 8 ივლისს დაადგინა, რომ ზღვით ჩასული მიგრანტები სხვა მიგრანტების მსგავსად დაუყოვნებლივ არ უნდა გააძევონ. მადრიდმა კი კრიმინალური დაჯგუფებები დაადანაშაულა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„ესპანურ მხარესთან კომუნიკაცია დაახლოებით 22-23 ივლისს დავიწყეთ, როდესაც ქსელებში ამ გადაწყვეტილებაზე საუბარი დაიწყო. ჩვენ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და მისი გავლენა. ავუხსენით, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემას შექმნიდა. და მართლაც, ამან პრობლემა შექმნა“, – განაცხადა მაროკოელმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, მან უარყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს შექმნილ მიგრაციულ კრიზისზე პასუხისმგებლობა მაროკოს ეკისრება.
მისივე თქმით, „გარკვეულ მომენტში მაროკოს სამართალდამცავმა ძალებმა ვეღარ შეძლეს მიგრანტების შეჩერება, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყო.
„ასევე იმიტომ, რომ „მიზიდულობის ეფექტი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა“ დღეს უკვე ესპანეთმა უნდა მოძებნოს პასუხები იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ გადაწყვეტილებამ წარმოშვა“, – აღნიშნა მაროკოელმა მაღალჩინოსანმა.
რაც შეეხება ესპანეთის რეაგირებას, ბოლო დღეებში ქვეყანამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალი სასაზღვრო შემაკავებელი კონსტრუქციების დამონტაჟებით უპასუხა. ეს მათ სამართლებრივ საფუძველს მისცემს, გამოიყენონ სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გამონაკლისი და მიგრანტები საზღვრის გავლით უკან დააბრუნონ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განცხადებით, სეუტაში შესული 72 ათასი მიგრანტიდან 70 ათასი უკან, მაროკოში დაბრუნდა. მისივე თქმით, ესპანეთი დარჩენილი პირების სტატუსის გადაწყვეტის პროცესშია და ყველას, ვისაც დარჩენის უფლება არ აქვს, მაროკოში დააბრუნებენ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით კი, ევროკავშირის შეხვედრაზე ყველა ქვეყანა „კონსტრუქციულად“ იყო განწყობილი და „მათ აღიარეს ესპანეთის მყისიერი რეაგირება“.
გარდა ამისა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ აღნიშნა, რომ სეუტაში განვითარებულ მიგრაციულ კრიზისს არანაირი საფრთხე არ შეუქმნია ევროკავშირის შენგენის ზონისთვის. მისი თქმით, ადგილი არ ჰქონია მიგრანტთა შემდგომ გადაადგილებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და არც არსებობდა ამის შესაძლებლობა.