მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს და არ გასცემს ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს და არ გასცემს ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ვიზები იმ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოდიან და ისეთ რაღაცეებს ​​აკეთებენ, როგორიცაა მკვლელობის, სიკვდილით დასჯის ან პოლიტიკური ფიგურის მკვლელობის გამო ზეიმი“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, თუ ასეთი პირები უკვე აშშ-ში არიან, „ჩვენ უნდა გავაუქმოთ მათი ვიზები“.

„რატომ უნდა გვინდოდეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ადამიანების შემოშვება, რომლებიც უარყოფით და დესტრუქციულ ქცევაში ჩაერთვებიან?“ - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.