მნიშვნელოვანი ინფორმაცია - 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი იცვლება
1757916008
„ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია მათი ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ისინი არ თვლიან, რომ საარჩევნო კამპანია და დიდი პროტესტი ერთმანეთს გამორიცხავს.
როგორც დათუნაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ბოლო მომენტამდე, ბოლო შესაძლებლობამდე, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ცვლილება პოლიტიკური პროცესით მოიტანონ.
"ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქვეყანაში სანამ სუვერენიტეტი არსებობს და სანამ დემოკრატია არსებობს, ოღონდ დემოკრატია სულ ღაფავს ივანიშვილის პირობებში, ის ამ ქვეყანაში ქმნის ავტოკრატიას, ივანიშვილს სურს, რომ ამ ქვეყანაში გაქრეს პოლიტიკური პარტიები, არ არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია - ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ივანიშვილს ამ გეგმის განხორციელებაში ხელი შევუშალოთ. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ყველაზე სწორი გზა, მიუხედავად ძალიან მძიმე ვითარებისა, რომელშიც ავტოკრატია მყარდება, ბოლო მომენტამდე, ბოლო შესაძლებლობამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პოლიტიკური პროცესით მოვიტანოთ ცვლილება, შევეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნის გარუსებას. ჩვენ ვთვლით, რომ საარჩევნო კამპანია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ პროცესში. ოღონდ, ჩვენ არ ვთვლით, რომ საარჩევნო კამპანია და დიდი პროტესტი ერთმანეთს გამორიცხავს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.