რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1757968369
„ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ეს ყოფა ნორმა არ არის, ამაში ცხოვრებას არ უნდა შეეგუონ, იმიტომ, რომ ამაში ცხოვრება არ არის ის, რაც ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ დაიმსახურა“, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს.
დათუნაშვილის თქმით, "ლელოს" საარჩევნო პროგრამით სურს საზოგადოებას დაანახოს, რომ "შესაძლებელია ხელისუფალი იყოს სხვანაირი".
„ეს შიში უნდა გავანეიტრალოთ. ჩვენ ახლა საარჩევნო კამპანიაში ამ შიშის განეიტრალებით ვართ დაკავებული. ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ეს ყოფა ნორმა არ არის, ამაში ცხოვრებას არ უნდა შეეგუონ, იმიტომ, რომ ამაში ცხოვრება არ არის ის, რაც ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ დაიმსახურა. ჩვენ ვამბობთ, რომ 4 წელიწადში იმ პროგრამით, რომელ პროგრამასაც ახლა ჩვენი საუბრის პარალელურად ირაკლი კუპრაძე წარადგენს, შესაძლებელია ხელისუფალი იყოს სხვანაირი, შესაძლებელია, რომ ყვლეფის, ძალადობის, კორუფციის გარეშე ქვეყანაში განხორციელდეს ის, რომ საქართველო არ იყოს ქვეყანა, რომლის ქალაქები და სოფლები ინგრევა, რომელშიც სუნთქვა და გადაადგილება შეუძლებელია, სადაც მოხუცი ადამიანები პენსიონერები მედიკამენტსა და საკვებს შორის არ ირჩევენ და ღირსეული სიბერე აქვთ და ბევრი სამუშაო ადგილია, ეს შესაძლებელია", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.