1692302192
მარკო რუბიო: ვაშინგტონმა პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკამ პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი.
„აღარ დაგვრჩა ბევრი სანქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავასანქცირეთ ძირითადი სანავთობო კომპანიები, რასაც ყველა ითხოვდა. თვალნათელია, რომ ეს უნდა შესრულდეს. გავა დრო და ამას [რუსეთი] იგრძნობს. არ ვიცი, კიდევ რის გაკეთება შეიძლება“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებმა აგრეთვე რუბიოს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირებაზეც ჰკითხეს.
„რაც შეეხება „ჩრდილოვან ფლოტს“, ეს უფრო სანქციების აღსრულების საკითხია და, ცხადია, სანქციები უნდა აღსრულდეს. ჩვენ სანქციებს მხოლოდ იმისთვის არ ვაწესებთ, რომ მოგვიანებით არ გამოვიყენოთ. ჩვენ მათი აღსრულებითაც დაინტერესებული ვართ. ასე რომ, ეს უფრო კონტროლის საკითხია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც ევროპელებსაც შეუძლიათ, ვინაიდან „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ამბები მათთან ახლოს ხდება.












