მარკო რუბიო: უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იხურება - წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს ოფისი მილიონობით დოლარს ხარჯავდა ამერიკელების ხმების აქტიურად გასაჩუმებლად

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის დახურვა გამოაცხადა.

გლობალური ჩართულობის ცენტრი შეიქმნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში 2016 წელს. მისი წლიური ბიუჯეტი 61 მილიონი დოლარი იყო. სხვა საკითხებთან ერთად, ის რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდის შესახებ ანგარიშების მომზადებით იყო დაკავებული.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ამერიკაში ადამიანები ცილისწამების, სამსახურიდან გათავისუფლების, ბრალდების წაყენებისა და ციხეში ჩასმის მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმისთვის. ეს არ არის ის ამერიკა, რომელსაც ჩვენი დამფუძნებელი მამები აღიარებდნენ. ყველა სამთავრობო მოხელის პასუხისმგებლობაა, მუდმივად იმუშაოს ამერიკელებისთვის თავისუფალი სიტყვის უფლების შენარჩუნებასა და დაცვაზე. სწორედ ამიტომ, დღეს უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის დახურვას ვაცხადებ. წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს ოფისი, რომლის შენახვაც გადამხდელებს წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტი უჯდებოდათ, მილიონობით დოლარს ხარჯავდა ამერიკელების ხმების აქტიურად გასაჩუმებლად და ცენზურისთვის“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.