1738610084
მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
CNN-ის ინფორმაციით, რუბიო აცხადებს, USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და საგარეო პოლიტიკასთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ცვლილებები არ გულისხმობს ყველა პროგრამის დახურვას, არის რაღაცები, რასაც USAID-ი კარგად აკეთებდა, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც სერიოზული კითხვები არსებობს.