„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მჭიდრო კონტაქტშია ქარიშხალ „მელისას“ მიერ დაზარალებულ ქვეყნებთან.
„შეერთებული შტატები მჭიდრო კონტაქტშია იამაიკის, დომინიკელთა რესპუბლიკის, ბაჰამის კუნძულებისა და ჰაიტის მთავრობებთან, რადგან ისინი ქარიშხალ „მელისას“ დამანგრეველ შედეგებს უმკლავდებიან. დაზარალებულ რაიონებში სამაშველო და რეაგირების ჯგუფებს ვგზავნით კრიტიკულად მნიშვნელოვან მარაგებთან ერთად“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაიტიში ქარიშხალ „მელისას“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც მედია წერს, ქარიშხალი ჰაიტის სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რადგან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც სტიქია დაატყდათ თავს, ჰაიტი ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. ასევე ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დასახლება, შესაძლოა, გარე სამყაროს მოწყდეს.