ელაიჯა ვუდი მოულოდნელად „ბეჭდების მბრძანებლის“ სტილში გამართულ ქორწილში გამოჩნდა

ელაიჯა ვუდი

ელაიჯა ვუდი, რომელმაც ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“ ფროდო ბეგინსის როლი შეასრულა, ჯონ ტოლკინის სამყაროს თაყვანისმცემლების თემატურ ქორწილში მოულოდნელად გამოჩნდა.

ვუდი ოპერატორებთან ერთად ჩავიდა ახალ ზელანდიაში, სოფელ მატამატაში, სადაც „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ გადამღები ჯგუფები ჰობიტების სოფლის სცენებს იღებდნენ.

ახალდაქორწინებული წყვილი და სტუმრები ვუდის გამოჩენით სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ. მსახიობი ნეფესა და პატარძალთან მივიდა, მიულოცა და მათთან ერთად რამდენიმე ფოტოც გადაიღო.

„საოცრება, ყველა ჰობიტებივით არის ჩაცმული“, - აღნიშნა მან.