პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდოეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობდით, რომ, შესაძლო იყო, წუხელ რაიმე სიახლე გვქონოდა. დიდად არ ჩავუღრმავდები. პასუხის მიღებას ცოტა დრო სჭირდება“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, მაგიდაზე საკმაოდ მყარი საკითხ დევს ირანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გახსნას ჰორმუზის სრუტე და დაიწყოს „ნამდვილად მნიშვნელოვანი, დროში შეზღუდული მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“.
რუბიოს განმარტებით, პოტენციურ შეთანხმებას დიდი მხარდაჭერა აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და მსოფლიოს მხრიდან.
მან ასევე გაიმეორა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ჩქარობს და „ცუდი შეთანხმების დადებას არ აპირებს“.
„ჩვენ ან კარგ შეთანხმებას მივაღწევთ, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება“, - აღნიშნა რუბიომ.
კითხვაზე, იქნება თუ არა ლიბანი შეთანხმების ნაწილი, რუბიომ უპასუხა, რომ ისრაელთან და ლიბანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.