სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
აშშ-მა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს საქმის მოსამართლეს ალექსანდრ დე მორაესს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ალექსანდრ დე მორაე გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქცირეს. ეს უნდა იყოს გაფრთხილება მათთვის, ვინც თავიანთი თანამოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს – მოსამართლის მანტია ვერ დაგიცავთ“, – წერს რუბიო.
მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ დე მორაესს და მის ოჯახს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.