მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან - არის მსხვერპლი
1791454369
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი სტრატეგიულ ჩიხშია, რომლიდან გამოსვლა შესაძლებელია როგორც მოლაპარაკებებით, ისე ესკალაციის გზით.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუბიომ მედიასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დონბასზე სრული კონტროლის მოპოვებას მოითხოვს, ხოლო უკრაინა აღნიშნულს არ თანხმდება, ეს კი, მისი თქმით, დიპლომატიური მცდელობების წარუმატებლობის მიზეზია.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს. ჩვენ მზად ვართ, ამის მისაღწევად ნებისმიერი როლი ვითამაშოთ. ჩვენ ეს წარსულში უკვე ვცადეთ, მაგრამ მიზანი მიუღწეველი რჩება, რადგან რუსები დონბასზე სრულ კონტროლს ითხოვენ, რასაც უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას შესაძლო ესკალაციასაც გამოეხმაურა და შავ ზღვაში დრონებით გემებზე მიტანილ ახალ იერიშებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.