ზაზა თელია ასახელებს ჯანმრთელობის 9 პრობლემას, რომელსაც სტრესი იწვევს
1743605257
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 2-4 აპრილს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბრიუსელში აშშ-ის პირველი დიპლომატი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტებს განიხილავს, მათ შორის მოკავშირეების უსაფრთხოებაში ინვესტიციების ზრდასა და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.
მდივანი რუბიო აგრეთვე განიხილავს ჩინეთიდან მომდინარე საერთო საფრთხეს ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის ალიანსებისთვის. მისი შეხვედრების ერთ-ერთი თემა ჰააგაში ზაფხულში გასამართი ნატოს სამიტი იქნება, დასძინეს სახელმწიფო დეპარტამენტში.