"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე 21-22 ოქტომბერს აშშ-ში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. თუმცა, გავრცელებული ცნობით, გენერალური მდივანი მედიასთან განცხადებებს არ გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ მარკ რუტეს ვიზიტი ალიანსის პრესსამსახურმა საღამოს დააანონსა, მისი ზუსტი მიზანი ან შეხვედრაზე განსახილველი საკითხები კი არ დაუკონკრეტებიათ. ამასთან, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ბუდაპეშტში შესაძლო შეხვედრისთვის მზადება ჩიხშია შესული.