მარინ ლე პენი: უკრაინა ევროკავშირში თუ ​გაწევრიანდება, პირველები ჩვენ დავზარალდებით

მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერ​ი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საფრანგეთის სოფლის მეურნეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

მისი თქმით, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ გადაწყვეტილებისგან დაზარალდება. ლე პენის განცხადებით, ამის ორი მიზეზი არსებობს. მისი თქმით, საფრანგეთის სოფლის მეურნეობა, ერთი მხრივ, ძლიერ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას შეეჯახება, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირდება ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილი.

„ჩვენ არამხოლოდ ძლიერ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას შევეჯახებოდით, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდებოდა საერთო სასოფლო-სამეურნეო ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილიც“, – წერს ლე პენი.

✕