მარია ზახაროვა აცხადებს, რომ 22 ივნისის შემდეგ, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის

მარია ზახაროვა

22 ივნისის შემდეგ, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ განაცხადა.

ზახაროვას განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის კონკრეტული თარიღი უახლოეს დროში განისაზღვრება.

„22 ივნისის შემდეგ ჩვენი დელეგაცია, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, რომელიც დამტკიცდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. კონკრეტული ვადები განისაზღვრება ახლო პერიოდში და, რა თქმა უნდა, გაჟღერდება თავად დელეგაციის წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების მიერ“, – განაცხადა  რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.