ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი შერი 76 წლისაა და იდეალურად გამოიყურება.
საზოგადოება მისით აღფრთოვანებული კიდევ ერთხელ დარჩა მაშინ, როცა Balmain-ის გაზაფხული-ზაფხულის 2023 წლის კოლექციის ჩვენება, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, შერიმ დახურა.
მასზე ხშირად წერენ, რომ ასაკი გააჩერა. საკუთარი თავის მოვლის ხრიკებს კი არასოდეს მალავდა და თვლიდა, რომ ნებისმიერმა ქალმა გარეგნობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.
შერი
- უარს ამბობს მავნე ჩვევებზე;
- დაკავებულია ფიზიკური აქტივობით;
- ირჩევს სწორ კვებას
სწორ და ჯანსაღ კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მის რაციონში ყოველთვისაა ყავისფერი ბრინჯი, ოსპი, ლობიო, მაკარონი, სხვადასხვა ხილი. სხვათა შორის, შერის ბანანის, ნექტარისა და პაპაიას დაბლენდერებული მასა ძალიან უყვარს. ფიქრობს, რომ ასეთი კვება დამატებით ძალასა და ენერგიას აძლევს.
- უპირატესობას ანიჭებს თავის მოვლის ხარისხიან პროდუქციებს
შერისთვის კანის მოვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი მხოლოდ ერთი ფირმის პროდუქციას იყენებს, რომლებიც საკმაოდ ხარისხიანია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. მომღერალი რეკომენდაციებს ექიმ ბარბარა შტურმისგან იღებს და ლოსიონებსა თუ სხვა ტიპის საშუალებებს მასთან ერთად არჩევს.
- აქვს შეუცვლელი სტილი;
- მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას
მომღერალი პერიოდულად სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევასაც მიმართავს, მაგრამ წლებთან ერთად მას ბუნებრივი მომხიბვლელობა არ დაკარგა.