პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანმოლ როდრიგესი ჩვეულებრივი ინდოელი გოგო იქნებოდა, რომ არა მამის თავდასხმა, რამაც სამუდამოდ ინვალიდად და უდედოდ დატოვა.
მიუხედავად ამ საშინელი ინციდენტისა, ანმოლი არ დანებდა, დღეს იგი არის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, დამწყები მსახიობი და მოდელი და Likee პლატფორმის ცნობილი ბლოგერი, რომელიც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საშინელი ტრაგედია თავს მაშინ დატრიალდა, როცა ანმოლი 2 თვის იყო. მამამ გოგონას და დედამისს მჟავა გადაასხა. მჟავათი დაზიანებების მიყენება ინდოეთის კრიმინალური პრაქტიკა და ქალებზე შურისძიების ფორმაა, მაგალითად, ქორწინებაზე უარის თქმისა და ქონებრივი დავების გამო.
ანმოლის დედამ, ახალშობილ ქალიშვილთან ერთად, ეს ბედი იმიტომ გაიზიარა, რომ ვაჟი არ შეეძინა. ქალი ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მაგრამ პატარა ანმოლი გადარჩა და თავისი ცხოვრების პირველი ხუთი წელი საავადმყოფოში გაატარა. პატარამ თვალი დაკარგა, ჩაუტარეს მრავალი ოპერაცია და დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა საშინელ ტკივილს. გამოჯანმრთელების შემდეგ, ანმოლი იძულებული გახდა, ბავშვთა სახლში წასულიყო, რადგან გოგონა ობლად დარჩა.
ანმოლი იხსენებს, რომ სხვა ბავშვები მის მიმართ არ იყვნენ სასტიკი, მაგრამ მათ არ სურდათ კომუნიკაცია და საკმაოდ პატარას, ჯერ კიდევ არ ესმოდა, როგორ განსხვავდებოდა მათგან.
წლების მატებასთან ერთად, გარეგნობის გამო დისკრიმინაციამ იმატა – ანმოლი არამარტო სოციალურ იზოლაციაში იყო, არამედ, მაგალითად, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ფაქტობრივად, წაართვეს საარსებო წყარო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, გოგონა ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათით და არ აძლევდა თავს უფლებას, გულხელდაკრეფილი მჯდარიყო. ყოველთვის პოულობდა საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეს.
უმაღლესი განათლების მიღების გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – უნივერსიტეტში ანმოლი შეხვდა მასწავლებელს, კირან განდის, რომელიც მისი კარგი მეგობარი და მენტორი გახდა. კირანი ზრუნავდა ანმოლიზე და და დაეხმარა ინგლისური ენის სწავლაში, რამაც დიდად შეუწყო ხელი გოგონას სოციალიზაციას და დაეხმარა, მიეღწია საერთაშორისო აღიარებისთვის, სოციალურ ქსელებში.
ანმოლმა იცის, რომ ის განსხვავებულია ზოგადად მიღებული „სილამაზის სტანდარტებისგან“, მაგრამ არ რცხვენია ამის გამო. ის დაინტერესებულია თანამედროვე მოდით და არ ერიდება ექსპერიმენტებს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ, თმა მწვანედ შეიღება.
პოპულარულმა ინდურმა ბრენდმა, რომელიც საწოლისთვის განკუთვნილ ტანისამოსს აწარმოებს, ახალი კოლექციისთვის მოდელად აირჩია.
ანმოლი ვიდეო ფორმატით ესაუბრება მსოფლიოს ახალგაზრდებს იმის შესახებ, რომ უნდა მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან.
ასევე წაიკითხეთ:
რა შემთხვევაში ეზღუდება ქმარს ცოლთან განქორწინების უფლება
ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, გათვალულთა შელოცვა ... - როგორ „მკურნალობდნენ“ წინაპრები