მამაკაცმა ნესტოებში 81-მდე ასანთის გაჩერება მოახერხა და გინესის რეკორდი დაამყარა

გინესის რეკორდსმენი

მსოფლიოს არაერთი უცნაური გინესის  რეკორდსმენი უნახავს - შვედეთში მცხოვრები, 42 წლის მარტინ სტრობი ერთ-ერთი მათგანია. 

ცოტა ხნის წინ, მან ნესტოებში 81-მდე ასანთის გაჩერება მოახერხა, რის გამოც ის გინესის რეკორდსმენი გახდა. 

„თავიდან მეგონა, რომ არაფერში გამოვდგებოდი. შემდეგ ჩემმა შვილებმა ყველა ის უცნაური გინესის რეკორდი მაჩვენეს, რაც კი არსებობს. მაშინ მივხვდი, რომ მსგავსი რამეების გაკეთება მეც შემეძლო",- ამბობს მარტინი. 

მისი თქმით, შედეგით ძალიან კმაყოფილია.