1764014052
ამერიკელმა წყვილმა 6 თვის შუალედში ლატარიაში 4 მილიონი დოლარი მოიგო
ამერიკელმა წყვილმა 6 თვის შუალედში ლატარიაში 4 მილიონი დოლარი მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა ოჯახმა ჯერ 1 მილიონი დოლარი მოიგო, შემდეგ კი 3 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.
„თვალებს არ ვუჯერებდით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბილეთი მომგებიანი იყო",- ამბობს წყვილი.











