სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
22 წლის ავსტრალიელი მამაკაცი იდუმალი დაავადებით იტანჯება, რომლის დროსაც მისი სხეული სიცივის დროს ცხელდება და პირიქით.
აიდან მაკმანუსის პრობლემები 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის საშუალო სკოლის ბოლო კურსზე იყო. თავდაპირველად მან ტერფებში მგრძნობელობა დაკარგა და დედას უთხრა, რომ ისინი „ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნებას იწვევდა“.
როდესაც ტერფები შეშუპება დაეწყო, საავადმყოფოში მივიდა, სადაც ექიმებმა სითხის შეკავების საწინააღმდეგო წამალი დაუნიშნეს, მაგრამ ამან მის მდგომარეობას საერთოდ არ უშველა.
ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, აიდანმა საშუალო სკოლის დამთავრება მოახერხა, მაგრამ შემდეგ ხელებშიც უცნაური შეგრძნება დაეწყო. როდესაც ცივ რამეს ეხებოდა, ხელები თითქოს ეწვოდა, ხოლო როდესაც ცხელ რამეს ეხებოდა, მისი ხელები ძალიან ცივი იყო.
ნევროლოგები წლებია ცდილობენ აიდანის უცნაური მდგომარეობის გარკვევას. მათ ათობით ტესტი ჩაატარეს, მაგრამ პასუხი ვერ იპოვეს. საბოლოოდ, ექიმმა 22 წლის მამაკაცს გენერალიზებული ნერვული დაავადება, აქსონური პერიფერიული ნეიროპათია, დაუდგინა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვული უჯრედების მიერ სიგნალების მთელ სხეულში გადაცემაზე.