ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხნიერი კატა იპოვეს. ის 31 წლისაა და ამიტომ შესაძლებელია გინესების რეკორდების წიგნშიც მოხვდეს. უხუცესი კატის შესახებ The Mirror-ი წერს.
კატის პატრონმა, 72 წლის ლილა ბრისეტმა ის 1991 წელს აიყვანა და ცხოველს როზი დაარქვა. მიუხედავად ასაკისა, შინაურ ცხოველს ყველა კბილი აქვს. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო ვეტერინართან: 1990-იან წლებში სტერილობისთვის და 2018 წელს, როცა კისტის ოპერაცია გაუკეთეს.
კატის პატრონი ამბობს, რომ როზის მთელი დღე ფანჯარასთან სძინავს. „ხშირად მიწევს იმის შემოწმება, ცოცხალია თუ არა და სუნთქავს. მისი სიკვდილი ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარ სიცარიელეს დატოვებს,”- ამბობს ლილა.