მალდივების რესპუბლიკამ ისრაელის პასპორტის მქონე პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

მალდივების რესპუბლიკა

მალდივების რესპუბლიკამ ისრაელის პასპორტის მფლობელებს ქვეყანაში შესვლა ოფიციალურად აუკრძალა. გავრცლებული ინფორმაციით, კანონის რატიფიცირება უკვე მოხდა და აკრძალვა დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

მალდივების მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს მათ „მტკიცე პოზიციას ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის შემთხვევებისა და სისასტიკის საპასუხოდ“.

მალდივების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც დაფიქსირებულია მხარდაჭერა „დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნისადმი“.