10 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773083735
მალაიზიელ მამაკაცს 42 კბილი აქვს - 10-ით მეტი, ვიდრე ადამიანებს საშუალოდ აქვთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
33 წლის პრათაბ მუნიანდი ამის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც შეიყვანეს.
როგორც მამაკაცი ამბობს, ზედმეტი კბილების ქონა მას არანაირ პრობლემას არ უქმნის.
„ადამიანები შოკირებულები არიან, როდესაც იგებენ, რომ მათზე 10 კბილით მეტი მაქვს",- აღნიშნავს მუნიანდი.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ცოტა ხნის წინ, მას სტომატოლოგებმა უთხრეს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ 2 კბილი ამოუვა.