რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, ევროპას მოუწევს რუსეთთან „თანაარსებობის ახალი წესების“ შემუშავება.
მაკრონის განმარტებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია ესკალაციის რისკების შესამცირებლად. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელებმა ეს პროცესი საკუთარ ინტერესებსა და ხედვაზე დაყრდნობით უნდა დაიწყონ.
მაკრონი ევროპულ ქვეყნებს სთავაზობს, დაიწყონ ფართომასშტაბური კონსულტაციები უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის შესახებ.
საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ეფექტური დიალოგისთვის ევროპა ძლიერი უნდა იყოს.
პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპულ სახელმწიფოებს, აქტიურად განავითარონ თავდაცვის ინსტრუმენტები, განსაკუთრებით კი შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი დარტყმის სისტემები.
„ევროპელებმა ეს სამუშაო საკუთარი რეფლექსიითა და ინტერესებით უნდა დაიწყონ“, - განაცხადა მაკრონმა კონფერენციაზე.