1781210306
ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ მარშავა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ახალგაზრდებს შორის მარიამ მარშავამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან სოლო ტურნირის ფინალში, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა 15:13 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.











