მაკრონი უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე: განა ჩვენი საქმეა უკრაინისთვის გაკვეთილის სწავლება? ნამდვილად არა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელიზეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, რომლებიც ანდრიი ერმაკის თანამდებობიდან გადადგომას უკავშირდებოდა ფართომასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში „შესაბამისი ორგანოები შეიქმნა, გაძლიერდა და თავისუფლად ასრულებენ თავიანთ საქმეს“.

„გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღები იყო, უკრაინელმა გადაწყვეტილების მიმღებებმა სუვერენული სახით მიიღეს“, - აღნიშნა მაკრონმა.

„განა ჩვენი საქმეა უკრაინისთვის გაკვეთილის სწავლება? ნამდვილად არა“, - თქვა მან და დასძინა, რომ ის „მომთხოვნია“ სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად უცხოური დაფინანსების გამოყენებასთან დაკავშირებით.

კორუფციასთან ბრძოლის თემაზე საუბრისას, მაკრონმა შედარება რუსეთთან გაავლო.

„რაც შემაშფოთებელია, ის არის, რომ რუსეთის მხარეს არასდროს არ ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. რადგან ნამდვილი დიქტატურა სწორედ იქ არის“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.