მაკრონი: დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ომებისთვის

ემანუელ მაკრონი

დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ომებისთვის, თუმცა ჩვენი შესაძლებლობა, ვაწარმოოთ ისინი, დამოკიდებული იქნება ჩვენს დღევანდელ სანდოობაზე, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ჩვენ უნდა მოვიგოთ დღევანდელი ომები. უკრაინის ფრონტზე ჩვენი სიმტკიცე, ახლო და შუა აღმოსავლეთში პარტნიორების მოლოდინის შესაბამისად მოქმედების უნარი, აფრიკაში ახლებურად დაგეგმილი პარტნიორობის გაგრძელება და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენი ყოფნა - სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს შესაძლებლობას, წარმატებით ვუპასუხოთ 2030 წლის გამოწვევებს“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

„უკრაინის ომი და ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვით დადგენილი რისკები ცხადყოფს, რომ ევროპის სტრატეგიულ სტაბილურობას დღეს არა არსებული მარაგები, არამედ წარმოების უწყვეტი ნაკადები განაპირობებს. მოწინააღმდეგის შეკავების გასაღები უკვე არსებული არსენალი კი არა, მისი განახლებისა და წარმოების შესაძლებლობაა. ამ მხრივ, უკრაინა ჩვენთვის თვალსაჩინო და მძიმე გაკვეთილია“, - დასძინა მაკრონმა.