მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, ის კარგი კაცია – დონალდ ტრამპი

ტრამპი და მაიკლ უოლცი

მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი კაცია,  – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მაიკლ უოლცის მიერ შიდა მიმოწერაში შემთხვევით The Atlantic-ის რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის დამატებას არანაირი გავლენა არ ჰქონია სამხედრო ოპერაციაზე.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში ჩაამატა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა რწმენა თავისი გუნდის მიმართ და აღნიშნა, რომ არ არის იმედგაცრუებული მომხდარის გამო.

„ორ თვეში ეს იყო ერთადერთი შეცდომა და როგორც აღმოჩნდა, არა სერიოზული“, – ამბობს პრეზიდენტი.