მარიუპოლი

მაღალი ხელფასების დაპირებით, რუსეთიდან მუშები ჩამოიყვანეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ - მარიუპოლის მუნიციპალური საბჭო

„რუსეთიდან მაღალი ხელფასის დაპირებით ჩამოყვანილ მუშებს ხელფასი არ მიუღიათ“, - წერს უკრაინული მედია მარიუპოლის მუნიციპალურ საბჭოზე დაყრდნობით.

„ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამუშაოდ, რუსეთიდან მუშები ჩამოჰყავთ, მაღალ ხელფასს ჰპირდებიან, მაგრამ, ფაქტობრივად, ატყუებენ. ადგილობრივ მოსახლეობას ამ სამუშაოებზე არ ასაქმებენ“, - აღნიშნულია მუნიციპალური საბჭოს ანგარიშში.

მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგიდან, მარიუპოლში ჩაიყვანეს კალა­ტო­ზები, მღებავები და ელექტროსისტემებზე მომუშავე პირები. მათ უთხრეს, რომ იმაზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ, ვიდრე ანალოგიურ სამუშაოში რუსეთის ტერიტორიაზე იღებენ.

„გავრცელდა პირველი ვიდეო, რომელიც ოკუპირებულ ქალაქებში მიყვანილი მუშების მიერაა გადაღებული. მუშები ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ მიატოვეს - მუშაობენ კონტრაქტის გარეშე და ახლა ხელფასსაც არ იღებენ“, - აღნიშნულია მუნიციპალური საბჭოს ანგარიშში.

საბჭოში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მცხოვრებთა უმრავლესობა უმუშევარია, რადგან მათ „მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ“.

მთავარი სიახლეები