მადურო „დელტას“ სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა - CBS News

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის არმიის „დელტას“ სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და ქვეყნიდან გაყვანა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, აღნიშნული სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობას იღებდა 2019 წლის ოპერაციაში, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს.

ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელის მთავრობამ აშშ დაადანაშაულა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია.