მათ ვერტმფრენით მშვენივრად იმგზავრეს, დარწმუნებული ვარ, მოეწონათ - ტრამპმა მადუროსა და მისი მეუღლის ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე ისაუბრა

მადურო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იმყოფებიან ხომალდ USS Iwo Jima-ს ბორტზე, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება.

„დიახ, Iwo Jima-ზე, ისინი გემზე იმყოფებიან“, - განაცხადა ტრამპმა შაბათს დილით Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

„ისინი ნიუ-იორკში ჩამოვლენ. ვერტმფრენებმა ისინი გამოიყვანეს, მათ ვერტმფრენით მშვენივრად იმგზავრეს - დარწმუნებული ვარ, მოეწონათ. მაგრამ მათ, მათ ბევრი ხალხი დახოცეს, ეს გახსოვდეთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.