პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგეი მარჩენკოს განცხადებით, წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შესაძლოა 30-50%-მდე შემცირდეს.
ომის გამო უკრაინის მშპ-ს 45%-იან კლებას მსოფლიო ბანკიც პროგნოზირებს. მარტის მონაცემებით უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა ზარალმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამავე პროგნოზით, 11.2%-ით მცირდება რუსეთის ეკონომიკაც, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების გამო მძიმედ დაზარალდა.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, რუსეთი უკვე ღრმა რეცესიაში შევიდა და 2022 წელს ინვესტიციების 16.9%-ით, ექსპორტის – 30.9%-ით, ხოლო იმპორტის 35.2%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, რუსეთში ინფლაციის დონე 22%-მდე აიწევს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 12.8% აღმოჩნდება.