ლონდონში კირ სტარმერისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა იმართება

კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი

ლონდონში, დაუნინგ სთრითზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა იმართება.

მედია წერს, რომ შეხვედრისას კირ სტარმერი უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა.

თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა სტარმერს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგვიანებით ლიდერები „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრებიან, სადაც უკრაინის თავდაცვის გაძლიერების საკითხზე იმსჯელებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კირ სტარმერი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, ზამთრის მოახლოების ფონზე, რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად საჰაერო თავდაცვის 100-ზე მეტი რაკეტის ვადაზე ადრე გადაცემას დააანონსებს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტს უინძორის სასახლეში მეფე ჩარლზმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა.