ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 325 ადამიანი დააკავა

POLICE

დემონსტრაციების მორიგი ტალღა ევროპაში - ლონდონში, შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ 325 ადამიანი დააკავა. თითქმის ყველა მათგანს ბრალად ედება ტერორიზმის შესახებ კანონით აკრძალული პროპალესტინური ორგანიზაციის მხარდაჭერა. დემონსტრანტების ნაწილი დაკავებისას პოლიციის მითითებებს არ დაემორჩილა, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანეს.

"პალესტინის მოქმედება" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ შარშან ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, ჯგუფთან კავშირისა და მისი მხარდაჭერისთვის ქვეყნის მასშტაბით 4 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

✕